კურსის შესავალი
არქეტიპები
ნებისმიერი ადამიანის არჩევანს მისი სამი გონებრივი ფილტრი განაპირობებს: ცნობიერი, ინდივიდუალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი.
მომავალი კურსის თარიღი მარტი 13, 2024
გადახდა შეგიძლიათ
არქეტიპები
ნებისმიერი ადამიანის არჩევანს მისი სამი გონებრივი ფილტრი განაპირობებს: ცნობიერი, ინდივიდუალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი.
მომავალი კურსის თარიღი მარტი 13, 2024
გადახდა შეგიძლიათ
კურსის კონტენტი
9 შეხვედრა 40 საათი ჯამში
აღწერა
ნებისმიერი ადამიანის არჩევანს მისი სამი გონებრივი ფილტრი განაპირობებს: ცნობიერი, ინდივიდუალური არაცნობიერი და კოლექტიური არაცნობიერი. სწორედ კოლექტიური არაცნობიერი არის ჩვენი ქმედებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. ამ უდიდეს შემადგენელს პირველად ყურადღება კარლ იუნგმა მიაქცია და შექმნა არქეტიპების, ანუ ჩვენი კოლექტიური არაცნობიერის პირველი ტიპოლოგიური სქემა. ჩვენს ტრენინგებზე მსმენელები 16 + 1 პოსტ იუნგიანური სქემით მუშაობენ: 8 ქალის და 8 მამაკაცის არქეტიპი + 1 ერთი ცენტრალური, სტრესის მართვის არქეტიპი. თითოეულ ჩვენგანში არის ყველა არქეტიპის საწყისი. რაც უფრო მეტადაა ადამიანი პიროვნულად თუ პროფესიულად განვითარებული მით უფრო მეტი არქეტიპია მასში გახსნილი. ტრენინგი გულისხმობს ჩვენი ქმედებების სისტემურ, არქეტიპულ კვლევას, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების დიაგნოსტირებას, მიძინებული შესაძლებლობების აქტივიზაციას, არსებული რესურსების ოპტიმიზაციასა და დამკვიდრებული ქცევითი მოდელების ანალიზსა და კორექციას. ტრენინგი ტარდება როგორც ინდივიდუალურად, ასევე ღია ტრენინგის ფორმატში , სადაც ხდება მუშაობა თითოეული მონაწილის არქეტიპულ პორტრეტზე. ტრენინგები დაგეხმარებათ როგორც ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, ასევე პროფესიული უნარების დახვეწაში. არქეტიპები გამოიყენება მართვაში, გაყიდვებში, კომუნიკაციებში, მარკეტინგსა და ბრენდინგში. თითოეულ ამ მიმართულებაზე პასუხისმგებელია განსხვავებული არქეტიპული მოდელი. პირველ რიგში ხდება დიაგნოსტირება არსებული არაცნობიერი ქცევითი ნორმის და შესაბამისად, თანმდევი ქცევითი ცდომილებების, ხოლო შემდეგ იწყება სასურველი მოდელის გაანალიზება და გიდირებული ვიზუალიზაციის ტექნიკის მოდელირება. ტრენინგი დადებითად აისახება გუნდურ მუშაობასა და თიმბილდინგზე.
კურსი მოიცავს
დიჯითალ მედიტაციის აუდიო ფაილები
პრეზენტაცია - კურსის გაიდი
ტრენერები
ბაქარ აბრამიშვილი
თემო სარიშვილი
კურსის შესავალი
2500₾
კურსის თარიღები
17/09/2024 - 05/11/2024