ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მოზარდობა, ადამიანის განვითარების გადამწყვეტი ეტაპია, რომელიც მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნის პიროვნების მენტალურ ჯანმრთელობას. ჰორმონალური რყევები და სოციალური ქსელების გავლენა იწვევს გუნება-განწყობის ცვალებადობას, შფოთვას, დაბალ თვითშეფასებას, დაქვეითებულ კონცენტრაციას, კომუნიკაციის სირთულეებს. ტრენინგ-კურსი შექმნილია ამ გამოწვევების ეფექტურად აღმოსაფხვრელად. შედეგად მონაწილეები შეძლებენ უკეთ განსაზღვრონ სამომავლო მიზნები, გეგმები და იზრუნონ ისეთ ასპექტებზე, როგორიცაა თვითგანვითარება და პიროვნული ზრდა.