ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით ინდ. მეწარმე ია ბერსენაძეს (პირადი ნომერი: 01024018730) შემდგომში „კლასტერ-მოდული“ ვებგვერდის www.clustermodule.ge ელექტრონული კომერციის ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები: ჩვენ- შპს „კლასტერ მოდული“, თქვენ – ვებგვერდის მომხმარებელი, ვებგვერდი- შპს „კლასტერ მოდულის“ საკუთრებაში არსებული ზემოთ აღნიშნული ვებგვერდი. ამ წესის და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფრომაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების პირობებს. ზოგადი წესები და მოქმედების სფერო საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას ჩვენს და თქვენს შორის. თქვენ მიერ სერვისებით სარგებლობის ფაქტი ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესებიდ ა პირობები და სრულად ეთანხმებით მათ. საიტის გამოყენების წესებსა და პირობების მოქმედება თანაბრად ვრცელდება სერვისის მომხმარებელზე, იმის მიუხედავად თუ რომელიც ტექნიკური საშუალების გამოყენებით ხდება სერვისებზე წვდომის მოპოვება, იქნება ეს ვები (WWW), მობილური ტელეფონი, RSS არხი, მესამე პირების მიერ შექმნილი საკომუნიკაციო პლატფორმები თუ სხვა ნებისმიერი საშუალება.

რას ნიშნავს ვებგვერდით სარგებლობა

„კლასტერ მოდულის“ ვებგვერდის საშუალებით თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გაეცნოთ ინფრომაციას პიროვენული განვითარების ტრენინგების შესახებ, რომელსაც „კლასტერ მოდული“ მომხმარებელს სთავაზობს. ვებგვერდის საშუალებით ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ თქვენთვის სასურველი ტრენინგი, გადაიხადოთ ამ ტრენინგის საფასური, შექმნათ პირადი „კაბინეტი“ სადაც წვდომა გექნებათ „კლასტერ მოდულის“ მასალებზე და სხვ. ვებგვერდზე განთავსებული ყველა პროდუქტი არის „კლასტერ მოდულის“ საკუთრება და მათი შეძენა შესაძლებელია ონლაინ და მისი გაფორმების წესი ექვემდებარება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას.

ჰიპერბმულები

იმ შემთხვევაში თუ ვებგვერდზე მოცემულია ჰიპერბმული, რომელიც გადამისამართდება „კლასტერ მოდულის“ ვებგვერდზე, მაშინ მოქმედებს ვებგვერდის გამოყენების წინამდებარე პირობა. თუ ჰიპერბმული გადაგამისამართებთ სხვა კომპანიის მფლობელობაში მყოფ ვებგვერდზე, მაშინ სხვა ვებგვერდის მოხმარების წესები დაექვემდებარება მათივე საიტზე განთავსებულ წესებს.

დაბრუნების პოლიტიკა

ვებ-გვერდიდან www.clustermodule.ge არასწორად/შეცდომით შესრულებული ტრანზაქციის შემთხვევაში, უნდა დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ელ.ფოსტაზე, გვატყობინებთ დაუსრულებელი ან არასწორად შესრულებული ოპერაციის შესახებ და გვაწვდით შემდეგ ინფორმაციას: ა) სახელს, გვარს და პირად ნომერს; ბ) ოპერაციის განხორციელების თარიღს; გ) ჩარიცხული თანხის ოდენობას; დ) მიზეზს რატომ გსურთ თანხის უკან დაბრუნება ან რამ გამოიწვია არასწორი ტრანზაქცია. აღნიშნული წერილის საფუძველზე, ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ. კლიენტი უფლებამოსილია მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება იმ შემთხვევაში თუ: ა) არ დაიწყო შეძენილი ტრენინგით მომსახურება დათქმულ დროს (იგულისხმება თარიღი); ბ) შეძენილი ტრენინგი განსხვავდება ვებ-გვერდზე განთავსებული/აღწერილი პროდუქტისგან. თანხის დაბრუნება მოხდება შეძენიდან მე-3 სამუშაო დღეს.

მონაცემთა დაცვა

იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენს კომპანიაში მომხმარებლების შესახებ და როგორ ხდება მათი გამოყენება, გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ: პერსონალურ ინფრომაციას ვამუშავებთ მხოლოდ იმ საფუძვლით, იმ მიზნით და მოცულობით, რაც კანონმდებლობით დადგენილია ჩვენი საქმიანობის განსახორციელებლად და ჩვენი რწმენით, ადექვატური და პროპორციულია. პერსონალურ ინფრომაციას არ გავცემთ მონაცემთა სუბიექტის თანხმობის ან კანონით პირდაპირ გათვალისწინებული საფურძვლის არსებობის გარეშე. თვალყურს ვადევნებთ ჩვენთან არსებული ინფრომაციის სიზუსტეს და მის განახლებას; ვუზრუნველყოფთ პერსონალურ მონაცემთა ისეთ უსაფრთხოებას, რაც იცავს მას არასანქცირებული ხელყოფისგან. მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი დასაქმებულები და კონტრაქტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.

რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან

ჩვენთან ხდება იმ პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აუცილებელია ხელშეკრულების/ინვოისის გასაფორმებლად და რომელსაც ჩვენ ვღებულობთ უშუალოდ მათგან და რომელიც, როგორც წესი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი. ეს ინფორმაცია მოიცავს: სახელს, გვარს, საკონტაქტო ინფორმაციას, ელ.ფოსტას, სამუშაო ადგილს, პროფესიას, გადახდის ფორმას (უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, საბანკო რეკვიზიტებს) თქვენ მიერ არჩეულ ტრენინგს.

ვის შეიძლება გადაეცეს პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში.

როგორ ხდება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფრომაციის გამოყენება

მომხმარებლის შესახებ ჩვენთან არსებული ინფრომაცია, მისი სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, დამატებითი კომფორტის შესაქმენელად. კერძოდ ელ.ფოსტის ან სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, შესაძლოა გაიგზავნოს ახალი პროდუქტის (ტრენინგის) შეთავაზების შესახებ ინფორმაცია.

თქვენი უფლებების შესახებ

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ მონაცემთა დამუშავების თაობაზე- მუხლი 21 (1); მოითხოვოთ თქვენ შესახებ არსებულ მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება – მუხლი 22 (1); უარი განაცხადოთ თქვენ მიერვე გაცემულ თანხმობაზე და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან/და დამუშავებული მონაცემების განადგურება – მუხლი 25 (1); ნებისმიერ დროს, მოითხოვოთ თქვენ შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გამოყენების შეწყვეტა- მუხლი 8 (4). თუ გსრუთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.  გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება (სახელის, გვარის მითითებით) გამოაგზავნოთ მისამართზე: არტურ ლაისტის 9, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 577747724 ან მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგი ელექტორნული ფოსტის მისამართზე:hello@clustermodule.ge

ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში

ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.

ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გვაწვდით

ტრენინგის შეძენის პროცესში, თქვენ გვაწვდით ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც ხდება ხელშეკრულების გაფორმება. იმ შემთხვევაში თუ თქვენ მოგვაწვდით არასწორ ინფორმაციას ჩვენს მიერ საიტის საშუალებით დასმულ შეკითხვაზე, ჩვენ გვექნება უფლება უარი განვაცხადოთ ტრენინგზე დასწრებაზე და გაგიუქმოთ ხელშეკრულება.

კონფიდენციალურობის დაცვა

„კლასტერ მოდული“ უზრუნველყოფს მისთვის მიწოდებულ კონფიდენციალური ინფორმაციის მაქსიმალურ დაცულობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ჩვენი მხრიდან კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემა ხორციელდება თქვენთან წინასწარი თანხმობით, ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ თქვენი პირადი კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებასა და გაუმჟღავნებლობაზე, მაგრამ იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ თქვენი მონაცემების დისტანციურად მოწოდების პროცესი არ არის დაშიფრული, „კლასტერ მოდული“ იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირების მიერ თქვენი მონაცემების არასანქცირებულ წვდომაზე ამ მონაცემების ჩვენთვის მოწოდების დროს. კონფიდენციალური ინფორმაციის ჩვენთვის მოწოდების დროს, მომხმარებელი ვალდებულია, არ გამოიყენოს ისეთი ავტომატური საშუალებები, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შუექმნას ჩვენს უსაფრთხოებასა და დაცულობას. ვებგვერდის სტუმრობისას, თქვენ მიერ დატოვებული ნებისმიერი „ელექტრონული ნაკვალევი“, შესაძლოა გამოყენებულ იქნას „კლასტერ მოდულისთვის“ დამახასიათებელი ტექნიკური ოპერაციების განსახორციელებლად, სტატისტიკის საწარმოებლად, ან საიტის ხარისხის გასაუმჯობესებლად. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „კლასტერ მოდულს“ მინიჭებულ უფლებას, გაუგზავნოს მომხმარებელს შეტყობინება (მათ შორის ელექტრონული ფორმით) ვებგვერდზე მითითებული პროდუქტისა თუ მომსახურების თაობაზე.

საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშანი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს „კლასტერ მოდულის“ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება „კლასტერ მოდულის“ საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმით და საშუალებით ექსპლუატაცია.

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას დავნერგოთ ყველა აუცილებელი მექანიზმი იმისათვის რომ სერვისებზე თქვენი წვდომა იყოს მუდმივი, უწყვეტი და უსაფრთხო, ჩვენ არ ვიძლევით არანაირ გარანტიას ამასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად, ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. მსგავსი სახის რისკებზე, თქვენ უფლებამოსილი ხართ, მიიღოდ და დანერგოთ პრევენციისა და თავდაცვის ინდივიდუალური ზომები. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც შესაძლოა სერვისების სარგებლობის დროს კომპიუტერულმა დაინფიცირებამ ან პროგრამული ნაწილის ნებისმიერმა დესტრუქციულმა ელემენტმა გამოიწვიოს. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არ არის ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ცვლილებები

ჩვენ უფლებამოსილები ვართ ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის რედიზაინი ან შეიცვალოს ტრენინგის პირობები ან ტარიფები. ჩვენ არ გვაქვს ვალდებულება გაცნობოთ იმის შესახებ თუ რა შეიცვალა ჩვენს ვებგვერდზე. თუმცა, თუ თქვენ შეიძენთ ტრენინგს ონლიან იმ მომენტში არსებული პირობები დარჩება უცვლელი ტრენინგის დასრულებამდე ან ჩვენ შორის წინასწარშეთანხმებული ცვლილების განხორციელებამდე.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

ვებგვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ან დაკავშირებულია თქვენ მიერ ჩვენი სერვისებით სარგებლობასთან, ასევე ამ ვებგვერდის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.

საკონტაქო ინფორმაცია

ნებისმიერი შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, მოგვმართოთ წერილობითი სახით მისამართზე: არტურ ლაისტის 9, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 577747724 ან მოგვწერეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: [email protected]